ესთეტიკის სახლი · თბილისი

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ჩავეწერო?

მოგვწერეთ WhatsApp-ში ან Instagram-ზე, ან გამოიყენეთ ჩაწერის ფორმა ამ საიტზე, რომელიც შეტყობინებას თავად მოამზადებს. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ: +995 555 11 82 82.

საიტზე მითითებული ფასები საბოლოოა?

ეს საწყისი ფასებია. საბოლოო ფასს პროცედურამდე ვადასტურებთ და ბოლოს ის არ იცვლება.

შემიძლია მასტერის არჩევა?

დიახ. ჩაწერისას გვითხარით, ვისთან გსურთ მოსვლა. თუ სულერთია, გეტყვით, ვინ გაგიკეთებთ პროცედურას.

რა ვქნა, თუ შედეგი არ მომეწონა?

პროცედურიდან პირველ დღეებში მოგვწერეთ და ფოტო გამოგვიგზავნეთ. ვნახავთ და კორექციას დავგეგმავთ.

რამდენ ხანს ძლებს დაგრძელებული წამწამები?

დაახლოებით 3–4 კვირა. რომ ხშირი დარჩეს, კორექციას ყოველ 2–3 კვირაში გირჩევთ.

შაბათ-კვირას ღია ხართ?

დიახ. ღია ვართ ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე.

რომელ ენებზე საუბრობთ?

ქართულად, რუსულად და ინგლისურად. მოგვწერეთ თქვენთვის სასურველ ენაზე.